დღეს ბიზნესის კეთება ერთდროულად გამარტივდა და გართულდა. ჩვენს ირგვლივ უამრავი ციფრული მხარდამჭერია: ვეკითხებით რჩევებს ChatGPT-ს, ვაწერინებთ ბიზნეს გეგმებს, ჯემინაის და მიდჯორნის ვაგენერირებინებთ ფოტოებსა და ვიდეოებს. ტექნოლოგიურად ყველაფერი გვაქვს, მაგრამ საკმარისია კი ეს კონკურენციის პირობებში?
ხელოვნური ინტელექტი ქმნის კონტენტს, მაგრამ ვერ ქმნის მთავარ აქტივს- ნდობას. ნდობას კი ქმნის ადამიანი და მისი პერსონალური ბრენდი.
აი, 3 მიზეზი, თუ რატომ სჭირდება თქვენს ბიზნესს ძლიერი პერსონალური ბრენდი:
1. ნდობის ეკონომიკა: ადამიანები ირჩევენ ადამიანებს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც მომხმარებლებსა და ინვესტორებს ბიზნესის კეთება ურჩევნიათ კონკრეტულ პიროვნებებთან და არა უსახო „შპს-ებთან“. როდესაც დონორი ან პარტნიორი აფასებს თქვენს კომპანიას, ის პირველ რიგში აფასებს თქვენს ხედვას და რეპუტაციას. სტატისტიკურად, გადაწყვეტილებების 90% მიიღება სწორედ რეკომენდაციებსა და პიროვნულ სანდოობაზე დაყრდნობით.
2. სტრატეგიული ხილვადობა (და არა ეგო)
ბევრი წარმატებული მეწარმე (განსაკუთრებით ქალები) თავს არიდებს „პირად პიარს“, რადგან ეს ეგოს დაკმაყოფილებად მიაჩნიათ. ეს დიდი შეცდომაა. პერსონალური ბრენდინგი არ არის თქვენზე - ის არის თქვენს მისიაზე. ეს არის ინსტრუმენტი, რომ თქვენი კომპანიის ხმა მიიტანოთ სწორ აუდიტორიამდე. გახსოვდეთ: ყველაზე ძვირფასი პროდუქტიც კი უფასურია, თუ მას არავინ ხედავს.
3. „ციფრული ანაბეჭდი“ - თქვენი პირველი შეხვედრა
სანამ თქვენ B2B შეხვედრაზე შეხვალთ, ან გრანტის კომისიის წინაშე წარდგებით, გარანტირებულად „დაგგუგლავენ“. რას იპოვიან ისინი? ქაოსურ სოციალურ ქსელს თუ ავტორიტეტულ ლიდერს მკაფიო მესიჯით?. თქვენი ბრენდი არის ის, რასაც Google ამბობს თქვენზე, როცა თქვენ ოთახში არ ხართ. ეს „ციფრული ანაბეჭდი“ თქვენს მაგივრად ესწრება მოლაპარაკებებს.
შესაძლებლობები მიდის იქ, სადაც არის ავტორიტეტი
შესაძლებლობები არ ნაწილდება შემთხვევით. ისინი მიედინებიან იქ, სადაც ხედავენ ნდობასა და მკაფიო ხედვას.
სწორედ ამიტომ, მარკეტინგულ სააგენტო „ემპროფისში“ ჩვენ შევქმენით სრულიად ახალი მიმართულება - პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიული პაკეტი. ეს არ არის უბრალოდ ფოტოსესია. ეს არის სტრატეგია, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენი ბიზნესის ინდივიდუალიზმს და მოიზიდავს სასურველ პარტნიორებს.
ციფრულ ეპოქაში, სადაც ყველაფრის კოპირება შეიძლება, თქვენი რეპუტაცია და ისტორია ის უნიკალური აქტივია, რომელსაც კონკურენტი ვერასდროს იყიდის და ვერც ხელოვნური ინტელექტი შექმნის.
თუ გსურთ გაიგოთ, როგორია თქვენი „ციფრული ანაბეჭდი“ MPROF გთავაზობთ უფასო მარკეტინგულ კონსულტაციას. დაგვიკავშირდით და ვაქციოთ თქვენი სახელი ბრენდად.
22-12-2025, 12:20