კლუბის აღწერა და მისია
BBN Club დაარსდა მარკეტინგული სააგენტო MPROF-ის მიერ, ბათუმის ბიზნეს გარემოს გაძლიერების მიზნით. ჩვენ ვართ ექსკლუზიური პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ბიზნესის მფლობელებსა და დამფუძნებლებს, რათა ნეთვორქინგი გადაიყვანოს კონკრეტული ბიზნეს ზრდის ფაზაში.
ჩვენი მისია: შევქმნათ კავშირები, რომლებიც მუშაობს. ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ არა მხოლოდ შეხვედრებზე, არამედ გაზომვად შედეგებზე (ROI), ციფრულ ზრდაზე და შიდა გაყიდვების არხების შექმნაზე.
კლუბის უპირატესობა
ჩვენ არ ვართ კლუბი ჰობისთვის. BBN Club არის:
სტრატეგიული პარტნიორი: MPROF-ის ექსპერტიზა უშუალოდ მუშაობს თქვენი ბიზნესის განვითარებაზე.
სანდოობა: წლიური საწევრო გადასახადი უზრუნველყოფს, რომ კლუბში მხოლოდ სანდო და მოტივირებული ბიზნესები რჩებიან.
გაყიდვების ახალი არხი: ფასდაკლებებისა და რეკომენდაციების სისტემა აქცევს კლუბის საიტს თქვენს პირდაპირ გაყიდვების მენეჯერად.
როგორ მუშაობს: MPROF უზრუნველყოფს, რომ თითოეულ წევრს ჰქონდეს უნიკალური პრომო კოდი
MPROF-ის როლი: ჩვენ ვავრცელებთ ამ კოდებს ჩვენს კონტაქტებსა და ლიდებზე, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თქვენი სფეროთი.
თქვენი ვალდებულება: თქვენ აძლევთ კლიენტს (რომელიც კოდით მოვიდა) მკაფიო ფასდაკლებას/ბონუსს (მაგ., 10% ფასდაკლება ან უფასო სერვისი).
1500 ლარის საფასურით, თქვენ იღებთ:
სანდოობას: პროფესიონალურ ციფრულ სახეს, რაც ნდობას უნერგავს მსხვილ კლიენტებს.
SEO საფუძველს:MPROF უზრუნველყოფს, რომ ეს გვერდი იყოს მუდმივად აქტიური და Google-ისთვის ადვილად საპოვნი.
დაზოგილ დროს: თქვენ არ გიწევთ საიტის მართვასა და კონტენტის შექმნაზე დროისა და დამატებითი ფინანსების დახარჯვა.
კვარტალური შეხვედრები ყოველთვის ფოკუსირებული იქნება კოლაბორაციაზე, რათა თქვენ შეძლოთ:
მუდმივად მიიღოთ ახალი კლიენტები კლუბის წევრებისგან.
შექმნათ ერთობლივი, მომგებიანი მარკეტინგული კამპანიები (საჩუქრები, ვაუჩერები).
BBN Club-ის წევრობა არის ინვესტიცია და არა ხარჯი
თუ თქვენი ბიზნესი მზად არის ზრდისთვის, ახლა დროა, აირჩიოთ თქვენი სტრატეგიული პაკეტი და შეუერთდეთ ბათუმის ბიზნეს ელიტას.
ვის შეუძლია გაწევრიანება?
BBN Club ორიენტირებულია ხარისხზე და არა რაოდენობაზე. წევრობა განკუთვნილია:
კომპანიების მფლობელებისთვის, დამფუძნებლებისა და მაღალი რგოლის მენეჯერებისთვის.
ბიზნესებისთვის, რომლებიც ეძებენ გაზომვად ციფრულ ზრდას და მზად არიან ინვესტიცია ჩადონ საკუთარ მარკეტინგში.
კომპანიებისთვის, რომლებიც მზად არიან იყვნენ დისციპლინირებულები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა კოლაბორაციებში.
წევრობის საფასური და ბენეფიტები:
BBN Club-ის წევრობის წლიური საფასური შეადგენს 1500 ლარს, რომელიც მოიცავს ციფრულ ზრდას LANDING PAGE-ის მეშვეობით, ლიდების გენერაციას და პრემიუმ ნეთვორქინგს.
3 ბიზნეს ვორქშოფი/ნეთვორქინგი (წლის განმავლობაში)
წლის ბოლოს კორპორატიული ღონისძიება
MPROF-ის მიერ შექმნილი და 1 წლით სრულად მართული Landing Page (თქვენი ციფრული მისამართი)
ახალი მომხმარებლების მოძიება პრომო კოდების საშუალებით
MPROF-ის რეკომენდაცია ბიზნეს პარტნიორებთან
წელიწადში 3 ბლოგ პოსტი/სტატია: თქვენი ბიზნესის შესახებ ღირებული, SEO-ოპტიმიზებული კონტენტი
20%-იანი ფასდაკლება საიტზე განთავსებულ Side Banner-ებზე
თქვენი ბიზნესის სიახლებიისა და შეთავაზებების გაზიარება BATUMI BUSINESS NETWORKING CLUB-ის ფეისბუქ ჯგუფში
უფასო 60 წუთიანი მარკეტინგული კონსულტაცია MPROF-ის სპეციალისტთან.